четверг, 11 августа 2011 г.

პროექტი

      პროექტის სახელწოდება:  შიდსისასიკვდილო ინფექცია
პროექტის  მოკლე აღწერა:მოსწავლეები შეაგროვებენ საჭირო ინფორმაციას შიდსის შესახებ,წარმოადგენენ  ნაშრომს  რამდენად  საშიში დაავადებაა იგი და რა სინდრომებით ხასიათდება.ნაშრომი წარდგენილ იქნება განსაზღვრული დროის შემდეგ.
პროექტის  სრული აღწერა:პროექტი მზადდებაგლობალური პრობლემების  გეოგრაფიაში.მოსწავლეები ისტ–ს გამოყენებით  მოიძიებინ საჭირო ინფორმაციას დაავადების შესახებ,მისი გავრცელების არეალს და დროს,სტატისტიკური მონაცემების და მსოფლიო რუკის დახმარებით გაარკვენ რომელ კონტინენტზე და კერძოდ სად უფრო ფართო მასშტაბიტ არის გავრცელებული შიდსი.როგორია სტატისტიკა საქართველოში,რამდენათ უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ და როგორ  ავიცილოთ თავიდანეს ინფექცია.დაურთავენ ფოტომასალას,ჩაატარებენ გამოკითხვას მოსახლეობაში თუ რამდენათ ესმით ამ დაავადების არსი. მოპოვებულ ინფორმაციას და ფოტომასალას განათავსებენ ინტერნეტში.
მოსწავლეთა ასაკი:15–17წელი
ვადა 2კვირა
მიზნები და შედეგები:პროექტის თემა აქტუალურია,რადგან შიდსი ერთ–ერთ გლობალურ პრობლემად ითვლება.მოსწავლეები უკეთესად ჩასწვდებიან შიდსის –იმფექციური დაავადების აზრს,შეეცდებიან იპოვნონ  დაინფიცირების თავიდან აცილების გზები
    ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,დამუშავების და ფოტო მასალის ტექსტთან დაკავშირების უნარები,გეოგრაფიული   ანალიზის ჩატარების უნარები.

გეო.XI.1. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროით ასპექტებ დახასიათება
  • გამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და ადგენს შესაბამის სქემას;
     
  •  ადგენს მისთვის აქტუალური პრობლემების სივრცე-დროით თავისებურებებს; განსაზღვრავს ცნებას "გლობალური" და შეიმუშავებს კრიტერიუმებს ამ პრობლემისადმი სტატუსის მისანიჭებლად;
  მნიშვნელობა/აქტუალობა:ამ პროექტის შესრულებისას მოსწავლეები შეძლებენ წყაროებძე მუშაობას, კვლევის ჩატარებას , ცხრილების და დიაგრამების შექმნას, რუკების გამოყენებას.
 შეფასების საგანი და პროცედურები: პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკა
                                                                            ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
                                                                            პროექტის შეფასების რუბრიკა
 ფასდება  როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:  1.პრობლემის იდენფიცირება
                             2.კვლევის დაგეგმვის და ჩატარების უნარი.
                             3.თვალსაჩინოებების შექმნის და გამოყენების უნარი.
                             4.დასკვნების გაკეთების უნარი.
                             5.პრეზენტაცია.
 რასურსები: გლობალური პრობლემების გეოგრაფია XIIკლასის სახელმძღვანელო, ისტ www.google.com,www.wikipedia org.
http://young-lawyer.ucoz.com/news/2008-04-17-60